10 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის გულშემატკივართა და ქომაგთა კლუბის“ წარმომადგენელთა ინიციატივით შეხვედრა გაიმართა საკრებულოს ბიუროს, გამგეობის ხელმძღვანელ პირებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და სპორტის განვითარების კონცეფციის შემუშავების შესახებ საკითხები.