5 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია, გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა და როსტომ კილასონია თემებისა და სოფლების რწმუნებულებს შეხვდნენ, სადაც მოისმინეს ინფორმაციები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შესახებ. რწმუნებულებს დაევალათ მიმდინარე სამუშაოებზე განახორციელონ კონტროლი და აღნიშნულთან დაკავშირებით პერიოდულად წარმოადგინონ ინფორმაციები.