საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ვერცხლის პრიზიორს, დემურ ქაჯაიას და მის მწვრთნელს ედიკა თოდუას შეხვდნენ, გამარჯვება პირადად მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
22-29 მაისს, ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ ევროპის პირველობაზე „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოკრივემ, დემურ ქაჯაიამ, 41.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.