25 მარტს, ზუგდიდის იუსტიციის სახლში სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით მუნიციპალიტეტებში დასაქმებული თვითმმართველობის მოხელეთა ცოდნისა და კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობის, მათი პროფესიული ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.