23 იანვარს შპს „ფელინ გლობალის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე თოფურია და დირექტორის თანაშემწე თამაზ შეყელაძე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას და საკრებულოს თანამდებობის პირებს შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში არსებულ სამუშაო გარემოზე, იქ არსებულ პირობებზე, ვაკანსიებზე და დასაქმებულებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს. კომპანია ასევე უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა უფასო სამედიცინო გამოკვლევას და სამედიცინო დაზღვევას. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-მდე მოქალაქეა დასაქმებული. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომრებზე: 577 00 13 31, 0(493) 27 98 98