30 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით - „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეები დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით, ქორეოგრაფიული ნომრებითა და ახალი წლის თემატიკაზე შექმნილი ლექსებით წარსდგნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი გადაეცათ.
სადღესასწაულო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი“ ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.