ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მოწყობა მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი (ნუკრი) ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა გასცეს კონკრეტული რეკომენდაციები სამუშაოებთან დაკავშირებით.