19 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისთვის ექიმებმა უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაატარეს. ადგილობრივებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ კარდიოლოგის, თერაპევტისა და პედიატრის კონსულტაციები, კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფებს ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევა.