19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაიწყო, 8 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება.
ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია დაესწრნენ.