15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის სკოლებში 293 პირველკლასელი ჩაირიცხა. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტაბელური კომპიუტერები (ბუკები) გადაეცათ.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერმა დავით ბუკიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
ტრადიციულად ხობის წმინდა სამების სახლეობის ტაძრის წინამძღვარმაკირიონ დარასელიამ პირველკალსელები დალოცა და მეუფე გრიგოლის მიერ გამოგზავნილი სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ.