ხობის მუნიციპალიტეტის ხუთ საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, საკრებულოს წევრებმა და მერის წარმომადგენლებმა, ქალაქ ხობის N2 და პირველი მაისის საჯარო სკოლებში დაათვალიერეს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლებში თანამედროვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ადაპტირებული გარემო შეიქმნება.
პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 156322 ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.