სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ სოფელ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე საბავშვო ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათავლიერეს.
ორსართულიანი, 60 აღსაზრდელზე გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და ის წლის ბოლომდე დასრულდება.