ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, სასაფლაოს მიმდნებარე ტერიტორიაზე, სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, პროექტის შესაბამისად აღნიშნულ მონაკვეთზე ეწყობა ბეტონის სანიაღვრე არხი, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 26 144 ლარს შეადგენს, რომელსაც შპს „აფო“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარემ ბექა მამაცაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მრეწველების“ თავმდომარის მოადგილემ გოჩა სიჭინავამ და ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ლევან ლიპარტიამ დაათვალიერეს.