საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ზენში, საშეროზიოს უბანში, ხიდის სარეაბილიტაციო და ხიდბოგირის წარეცხილი სარეგულაციოების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ სამუშაოებს შპს შარაგზამშენი პირველი ახორციელებს, ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 25300 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხიდან ხორციელდება
სოფელ ზენში მიმდინარე პროექტები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.