ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, შუა ხორგისა და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალბატონებს, რომლებიც საკუთარ ყანებში მოსავალს იღებდნენ, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე მიულოცა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მათ ბარაქიან წელთა სიმრავლე უსურვა და სიმბოლურად ,,ბარაქის“ ღვთისმშობლის ხატები გადასცა.