1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს, 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებას, საზოგადოების წარმომადგენლებთან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნა.