ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის” და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამების მიზნებზე, მათში განხორციელებულ ცვლილებებზე, მოსარგებლე პირთა წრეზე და დაფინანსების მოცულობაზე ისაუბრა.
მომხსენებლის განცხადებით: ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2022 წლის მუნიციპალური პროგრამის პროექტის მიხედვით დაფინანსების მოცულობა იზრდება და შეადგენს 567 700 ლარს.
პრეზენტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, სასოფლო ამბულატორიების ექიმები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ