ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება და მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.