საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით ქალაქ ხობში ხორციელდება სპორტული ფესტივალი, სპორტის შემდეგ სახეობებში; ჭადრაკი, საბავშვო ქუჩის კალათბურთი და სპრინტი 60 მეტრზე.
სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოს 12 რეგიონიდან 8 დღით გაემგზავრებიან ანაკლიაში „მომავლის ბანაკში“ , სადაც გამოვლინდება საქართველოს ჩემპიონი.
27 აპრილს, ფესტივალის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს შორის გაიმართა საჭადრაკო ტურნირი, სადაც ფინალურ შეხვედრაში ვაჟებში გამარჯვება მოიპოვა ნიკოლოზ შონიამ, ხოლო გოგონათა შორის სესილი სიჭინავამ.
გამარჯვებულებს მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროსგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.