ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფარგლებში ცოტნეობის დღესასწაულზე ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა ლელობურთში, სადაც ერთმანეთს პატარა ფოთისა და ახალი ხიბულის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და საინტერესო გამოდგა ფინალური შეხვედრა სადაც გამარჯვება და პირველი ადგილი პატარა ფოთის ნაკრება გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ახალმა ხიბულა გავიდა ხოლო მესამე ადგილის მფლობელი თორსა-დღვაბის გუნდი გახდა.
ასევე საინტერესოდ წარიმართა რეგიონის პირველობა ლელობურთში ხობის, სენაკის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქ ფოთის გუნდების მონაწილეობით. რეგიონული პირველობის გამარჯვებული ფოთელები გახდნენ, რომელთაც ფინალურ შეხვედრაში ხობელი ახალგაზრდები ანგარიშით, 7-4 დაამარცხეს, მესამე ადგილი ზუგდიდის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის მიერ დაწესებული თასები, მედლები, სიგელები, ფორმები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკსა და ნარდში.
ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა წონით კატეგორიაში:
I ადგილი
45 კგ. წონით კატეგორიაში - თემურ კუპრაძე;
52 კგ. წონით კატეგორიაში - ამირან ხელაია;
60 კგ. წონით კატეგორიაში - ბაკურ ბახტაძე;
66 კგ. წონით კატეგორიაში - ნიკა ღურწკაია;
74 კგ. წონით კატეგორიაში - არჩილ ლიპარტია;
80 კგ. წონით კატეგორიაში - ლევან გვარამია;
84+ კგ. წონით კატეგორიაში - ვახტანგ კემულარია.
გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ხობის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ნარდში გამარჯვებული მალხაზ იოსავა გახდა, მეორე ადგილი ლაშა ვართაგავამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე გრიგოლ თოდუა გავიდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მონარდეებს ფასიანი საჩუქრები (ნარდი) და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ტურნირის გამარჯვებული გოგი ბუკიას სახელობის საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ ხობის მუნიციპალიტეტის აბსოლუტურ პირველობაზე ჭადრაკში.
I ადგილი - ბადრი ლომაია;
II ადგილი - გიორგი ლატარია;
III ადგილი - რომანოზ ჯგერენაია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკია, გენერალმა გიორგი სურმავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასულები დააჯილდოვეს.