საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 15 პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, რომელთაგან 13 ვაკანსია ხობის მუნიციპალიტეტის მერიაშია, ხოლო 2 ვაკანსია საკრებულოში.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -
https://vacancy.hr.gov.ge მეშვეობით შეეძლებათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო:
საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება - 1
საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება -1
ხობის მუნიციპალიტეტის მერია:
მერიის ადმინისტრაციული სამსახური - 2;
მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური - 3;
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური - 1;
მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური - 2;
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - 3;
მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - 1;
მერიის ზედამხედველობის სამსახური - 1.