7 აპრილს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის 2014-15 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა გუნდი მონაწილეობს. ფინალური შეხვედრები 12 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.