25 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში.
ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთის" ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი.
ტურნირის გახსნის ცერემონიალს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომდაგენლებთან ერთად დაესწრო.
ფინალური შეხვედრა 29 აგვისტოს ნუტის დაბადების დღეს გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი ნუტის სახელობის თასის მფლობელი გახდება