29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 8,10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფედერაციის თასისი გათამაშება გაიმართა. სადაც მონაწილეობა მიიღო ხობელმა თეიმურაზ კვიკვინიამ, მან 7 შესაძლებლიდან 6 ქულა დააგროვა (5 მოგება, 2 ყაიმი) და დამსახურებულად ტურნირის გამარჯვებული გახდა.გამარჯვებულს თასი, მედალი, დიპლომი და ,,ელიტ-ელექტრონიქსი"-ს მაღაზიათა ქსელში მოხმარებისთვის 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს თეიმურაზ კვიკვინიას ამ წარმატებას.