11 მაისს თეკლათი-ჭალადიდის 13 კილომეტრიანი გზის საფარის ბეტონით მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ალექსანდრიამ და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ. მიმდინარე სამუშაოებს ახორციელებს სააქციო საზოგადოება „არქეოპოლისი“.