ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის სამშენებლო სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე კახა ლატარია და ფრაქცია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე კობა გოქაძე.
პროექტის შესაბამისად 4750 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი მოეწყობა რკინა-ბეტონის მილ-ხიდები, ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება შეადგენს 1.369.889 ლარს. სამუშაოზე დასაქმებულია 15 მუშახელი. სამუშაოებს შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.