ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის საძირკველი აკურთხა. ტაძრის საძირკვლის კურთხევას ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი მოსახლეობა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა. ეკლესიის მშენებლობის ინიციატორი თორსა-დღვაბის მკვიდრი მიხეილ ღურწკაიაა. ტაძარი ორნავიანი ბაზილიკა იქნება და ის შემოწირულობით აშენდება.