23 აგვისტოს, ქალაქ ხობში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელშეწყობით, ჯანდაცვის პირველადი რგოლების წარმომადგენლებისთვის (ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების ამბულატორიები) „ცივი ჯაჭვის“ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ტრენინგი გაიმართა, რომელსაც ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი უძღვებოდა.
ვაქცინები ბიოლოგიური პრეპარატებია და მათი შენახვა, ტრანსპორტირება საჭიროებს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს. ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად შექმნილია „ცივი ჯაჭვის“ სისტემა, რომელიც გულისხმობს სპეციალურ
ლოჯისტიკურ ქსელს-მაცივრებში, საყინულეებში, თერმოკონტეინერებსა და ცივ ყუთებში ვაქცინების და გამხსნელების განთავსებას, შენახვისა და ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფას.