4-7 ივლისს ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“- ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე „კატასტროფების რისკების მართვა“, პროექტის მიმართულების ხელმძღვანელია (UNDP) თორნიკე ფულარიანი. ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის ექსპერტები კახა ბახტაძე და ირაკლი ქობულია.
პროექტი, ხორციელდება 10 ყველაზე მოწყვლად მუნიციპალიტეტში, რომელთა შორის არის ხობის მუნიციპალიტეტი.
ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, პროექტის რეგიონული კოორდინატორი ლევან ბუსქანძე და მერიის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.