12 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ონკოლოგიის საკითხებზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ონკოპრევენციის ცენტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომამ“ ერთობლივი თანადგომით ტრენინგები დაიწყო.
ღონისძიებები ტარდება პროექტის ფარგლებში "ოჯახის ექიმთა ცოდნის გაუმჯობესება ონკოლოგიის საკითხების შესახებ", რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო.
პროექტის მიზანია საქართველოში ონკოპრევენციული ღონისძიებების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ჩართულობის და ონკოლოგიური დაავადებების მართვაში და ასევე, დაავადების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა. შესაბამისად პროექტი ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას და მოიცავს, როგორც სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიის შესახებ, ასევე მოსახლეობის განათლებას ონკოლოგიური დაავადებების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პრვენციის, სკრნინიგის პროგრამების შესახებ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტები/ტრენერები იოსებ აბესაძე და რემა ღვამიჩავა, რომლებიც საუბრობდნენ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეული გამოვლენაზე, საქართველოში არსებული სკრინინგის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ტრენინგებზე მოწვეული იყვნენ ჩეხი ექსპერტები ონკოლოგი ლუბომირ სკოპალი და ოჯახის ექიმი მარია სკოპალოვა, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ჩეხური გამოცდილება ონკოლოგიის სფეროში და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიც არის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
ტრენინგი სამ ეტაპიანია და დასრულდა რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის თემებით, რომელსაც წარმოადგენდნენ ქართველი ექსპერტები.