საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 17-19 მაისს, გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე „მართვა და ლიდერობა საჯარო სამსახურში“. ტრენინგი ჩატარდა დისტანციურად, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან ტრენინგში მონაწილეობდნენ საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი კარლინგი კემულარია და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი დავით ჭანტურია. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.