25 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „პოლიტიკური ბრენდინგისა და პრობლემების მართვის ცენტრის დირექტორმა და საქართველოს პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების და მუნიციპალიტეტების ტრენერმა თამარ ჩიბურდანიძე-ლომთაძემ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ერთ დღიანი ტრენინგი გამართა თემაზე „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი“.
ტრენინგის ძირითად სამუშაო თემებს წარმოადგენდა „პოლიტიკური პიარი, ლიდერობა და პოლიტიკური მენეჯმენტი , ანგარიშის მომზადება, ეფექტური პრეზენტაცია და პროექტების წერა“.
ტრენინგი კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართა და მსმენელები მასში აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დასასრულს მონაწილეებს გადაეცა სერთიფიკატები.