27 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2016 წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებთან და სკოლის დირექტორებთან შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეებს საკრებულოს სახელით გადაეცათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.
საკრებულოს ბიუროს წევრებმა კურსდამთავრებულებს მიულოცეს სკოლის წარმატებით დამთავრება და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ, ხოლო პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს წარჩინებული მოსწავლეების აღზრდისთვის.