თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ირაკლი აბაშიძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა. პოეზიის საღამოზე ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ირაკლი აბაშიძის შემოქმედებიდან საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს. ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.