26 ნოემბერს ხობის ცენტრალურ პარკში საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, რუმინეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში გამარჯვებული ხობელი სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, საკრებულოს წევრები და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ხობელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა და წარმატებები უსურვეს.