22 დეკემბერს თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაეროს მოსახლეობის ფონდის UNFPA-სა და პარტნიორ ასოციაცია „ათინიათის“ მხარდაჭერით განათლებისა და განვითარების ცენტრის „თოლისკურის „( ხელმძღვანელი გვანცა კიკალეიშვილი) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ და ასოციაცია „ათინათი“-ს ტრენერები ერთი თვის განმავლობაში ატარებდნენ ტრენინგებს გენდერულ საკითხებზე, ტრენინგებზე ჩართულები იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლიდან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები .
ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა დღეს სოფელ თორსაში ჩატარდა რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.