7 თებერვალს, ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. მეუფე გრიგოლმა ქადაგებაში რწმენის გაძლიერებაზე და ურთიერთსიყვარულზე ისაუბრა და საქართველო წმინდანებს შეავედრა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლს ანგელოზის დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეპარქიის სამღვდელოებამ მიულოცეს.