12 აგვისტოს ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსთან ერთად, წმინდა ცოტნე აღმსარებლის მოსახსენიებელი წირვა აღავლინა.
წირვას ესწრებოდნენ: გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.