ცოტნეობის სახალხო დღესაწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში, პირველობა ჭადრაკში და ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. სპორტული ტურნირების დასრულების შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა საკრებულოს დარბაზში სადაც სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ცოტნე დადიანი და ცოტნეიდელობის ფენომენი ეროვნულ ცხოვრებაში. მეცნიერული კვლევები ხობის შესახებ“ ჩატარდა. მობრზანებულმა სტუმრებმა ისაუბრეს კოლხეთის ამ ულამაზესი მხარის შესახებ, იმსჯელეს და ერთმანეთს გაუზიარეს მისეული მოსასზრებები აღნიშნულ მეცნიერულ კვლევებზე.ღონისძიება სახალხო სეირნობით გაგრძელდა, ღია ცისქვეშ წარმოდგენილი იყო სამეგრელოს ეთნოკულტურა, გამოფენებით, ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშებით, მიმდებარე ხეივანში განთავსებული იყო ტრადიციული ფაცხები, მეგრული ეზოსა და ყოფაცხოვრების დამახასიათებელი ნიშნებით, სტუმარ-მასპინძლობის კუთხური ადათ-წესებით. ასევე წარმოდგენილ იქნა თეატრალიზებული, მხატვრული კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. ხობის საპატიო მოქალაქეობა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორს, ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილ წევრს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას ხოლო კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „კოლხეთის“ წევრს, მომღერალს, მსახიობს რევაზ თოდუას. ცოტნეობის დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, რეგიონის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
ცოტნეობის დღესასწაულს სტუმრობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრები გოდერძი ბუკია და გიგა ბუკია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჰოლანდიისა და ბელგიის მიტროპოლიტი დოსითეოზი, ეპარქიის სამღვდელოება, რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები.