ქ. ხობში სისტემატურად მიმდინარეობს გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის და მოვლა-შენახვის სამუშაოები, რომლის ხარჯებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით. ბიუჯეტით დადგენილი თანხების ფარგლებში ეტაპობრივად ხორციელდება გზების რეაბილიტაცია. ამჟამად, ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ხეივანში, სადაც ტრადიციულად ცოტნეობის დღესასწაული იმართება. პროექტს შპს „შარა გზამშენი პირველი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.