„ცოტნეობის“ საეკლესიო-სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ მეგრულ ფაცხებში გაიმართა ხალხური ყოფის ამსახველი ფრაგმენტების ჩვენება, ეთნოგრაფიული მასალების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, სპორტული თამაშობები.
დღესასწაულს ესწებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღის ბოლოს საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე გაიმართა კონცერტი ანსამბლ „ორერას“ და ადგილობრივი თვითმოქმედი კოლექტივების მონაწილეობით.