29 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო-სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. „საახალწლო პაკეტი“ (ქათამი, შაქარი, კანფეტები, ნამცხვარი, ვაშლი, ლიმონათი) 56 ოჯახის 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.