20 მაისს , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს მიერ გამოცხადებული თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ხობის კულტურის ცენტრში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით(უფროსი ხათუნა გერგაია), დაიდგა სპექტაკლი ვაჟა -ფშაველას ,,სტუმარ- მასპინძლის“ მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ხობის N1 საჯარო სკოლის (დირექტორი ქეთინო გაბისონია) მოსწავლეები , ხოლო რეჟისურა განხორციელდა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მთ. სპეციალისტის მარინე ჯღარკავას მიერ. პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში თეატრალური ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა.