28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა საფეხბურთო მატჩი მხცოვან ფეხბურთელთა შორის, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პირველი და მეორე გურიფულის ვეტერანი ფეხბურთელები. შეხვედრა საინტერესო და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა, რომელშიც პირველი გურიფულის ფეხბურთელთა გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 4:1 . ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია დაესწრნენ.