ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, მშობლებს, სტუდენტებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგამთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ახალგაზრდებო, თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და განათლება, რადგან განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის, რათა ერთიანი ძალებით ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო. ჩვენი მხრიდან, კი ხელისუფლება მუდამ იზრუნებს იმ საჭირო გარემოს შექმნისთვის, რაც აუცილებელია თქვენი მრავალმხრივი განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე