მიმდინარე წლის 4-5 ივლისს სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში ერთადერთ ავტომოყვარულთა კლუბის Western Drivers -ის ორგანიზებით, ზუგდიდის რაიონ სოფელ ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდება ავტომოყვარულთა შოუ.
2 ივლისს 13:00 საათზე დაიწყო რეგიონის მასშტაბით პრომო მარში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს 50 მეტზე მანქანა და 15 ბაიკერი, მარშის მარშუტი დაიწყო ქალაქ ზუგდიდიდან და დროშებითა და სხვა ატრიბუტებით შემოიარეს რეგიონის ყველა ქალაქი. ქალაქ ხობში შოუს მონაწილეები შემოვიდნენ 14:00 საათზე და გააგრძელეს სვლა ქალაქ სენაკისკენ.
4-5 ივლისს 12 საათზე იწყება ავტორბოლა რომელიც ითვალისწინებს როგორც წყვილთა რბოლას ასევე დრიფტ შოუს. ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ელექტრონული მუსიკის ცნობილი არტისტები. ავტომოყვარულთა შოუ არის ყველაზე პოპულარული შოუ რომელსაც ესწრება მაყურებელთა უპრეცედენტო რაოდენობა. ორგანიზატორთა გამოცდილებაზე დაყრდნობით ღონისძიებაზე ორი დღის განმავლობაში ელოდებიან 20 ათასზე მეტ დამსწრეს.
ხობელი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ დაესწრონ ავტომოყვარულთა შოუს, ტრანსპორტირება ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იქნება უზრუნველყოფილი, რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 4-5 ივლისს, დილის საათებიდან, სამარშუტო ტაქსებით.
ღონისძიების განხორციელების პერიოდში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო და საპატრულო პოლიცია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება ჩატარდება სტანდარტების სრული დაცვით.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმატებებს უსურვებს ავტორბოლისა და ავტომოყვარულთა შოუს მონაწილეებს.