ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო ბიაში განხორციელდა სასაფლაომდე მისასვლელი გზის საფარის ცემენტო-ბეტონით მოწყობა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 44546 ლარი შეადგინა. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ და საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ბიის ადმინისტრაციული ერთეულიდან ფრიდონ შონიამ.