12 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში.
ტურნირში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას (შუა ხორგა, ქარიატა, ყულევი, ახალი სოფელი, საგვიჩიო და ჭალადიდი).
სპორტულ ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანოზებით იმართება. ფინალური შეხვედრა 16 ივნისს შუა ხორგაში გაიმართება.