12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს (შუა ხორგა, ჭალადიდი, ქარიატა, ახალი სოფელი, საგვიჩიო და ხობი).
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო.