31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული მამულიშვილების - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და ხობის რაიონის პირველი პრეფექტის თენგიზ ქაჯაიას საფლავი.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ძველ ხიბულაში მდებარე ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში სადაც პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.